2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 21,972-მა პირმა ისარგებლა

საქართველოს საპენსიო ფონდის 31 ივლისის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 655ათასი ადამიანია. 2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 21,972-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 95.4 მლნ ლარი.
საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 7.2 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.8 მლრდ ლარს გადააჭარბა.
ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს