რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაზარალებული 19 ჟურნალისტის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების (2023 წელს) დროს დაზარალებულმა ჟურნალისტებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. იფორმაციას “მედიაომბუდსმენი” ავრცელებს.
სტრასბურგის სასამართლოში, ჯამში, 19 ჟურნალისტისა და ოპეატორის საქმე გაიგზავნა.
“2023 წლის მარტში კრიტიკული მედიის ჟურნალისტები და ოპერატორები სამიზნედ ე.წ. „რუსული კანონის“ (კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) წინააღმდეგ მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციების გაშუქების გამო იქცნენ”, – ვკითხულობთ “მედიაომბუდსმენის” განცხადებაში.
საჩივრის მიხედვით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებები:
· სამართლიანი სასამართლოს უფლება (მე-6 მუხლი);
· გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი);
· შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი);
· სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი).