ევროკავშირის ლიდერები ამზადებენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებას

ევროკავშირის ლიდერები ამზადებენ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც ხაზს უსვამენ ბლოკის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი და აუცილებლობას, რომ წარმოდგენილი იყოს ნებისმიერ მოლაპარაკებებში მისი მომავლის შესახებ.
განცხადების ფონია -ის პრეზიდენტის, ს და ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში ალასკაში უნდა გაიმართოს.
შვიდი პუნქტისგან შემდგარი განცხადება, რომელსაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (RFE/RL) გაეცნო, ამჟამად ურიგდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს – 11 აგვისტოს, მოგვიანებით, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ-შეხვედრის წინ.
ეს შეხვედრა შაბათ-კვირას დაიგეგმა, შენიშვნების და პოზიციების შესაჯერებლად – მას მერე, რაც აშშ-ის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა გასულ კვირაში პუტინთან გამართა შეხვედრა და ევროპის ლიდერებს და ოფიციალურ პირებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ინგლისში ესაუბრა.
რამდენიმე ევროპელი დიპლომატი, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, გარკვეული დაბნეულობაზე ლაპარაკობს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა განიხილა უიტკოფმა 6 აგვისტოს, პუტინთან შეხვედრაზე – მათ შორის ტერიტორიათა პოტენციური გაცვლა და მოსკოვის ნება რეალურად დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას.
განცხადების თანახმად, ევროკავშირის სახელმწიფოები “მიესალმებიან პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას ში რუსეთის აგრესიის ომის დასასრულებლად და უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად”.
მაგრამ, ასევე ვკითხულობთ, რომ ამ მშვიდობამ “უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი, მათ შორის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები და ის, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს”.
ჯერჯერობით გაურკვეველია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ალასკის სამიტში უკრაინის პრეზიდენტი, . ევროკავშირის დოკუმენტში ნათქვამია, რომ “უკრაინაში მშვიდობისკენ გზა არ შეიძლება გადაწყდეს უკრაინის გარეშე”.
ფორუმი