ინდოეთის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრაპი რუსული ნავთობის შეძენის გამო ჩინეთისთვის სანქციების დაწესებაზე ფიქრობს, – ამის შესახებ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთიდან აშშ-ში იმპორტზე დამატებით 25%-იანი ტარიფი დააწესა, რაც საერთო საბაჟო გადასახადის ჩათვლით დაახლოებით 50%-იან ტარიფებს გულისხმობს. ტრამპმა ეს გადაწყვეტილება, მისივე განმარტებით, ინდოეთის მხრიდან რუსული ნავთობის უწყვეტი შესყიდვის გამო მიიღო.
ინდოეთმა რუსეთიდან ნავთობის შეძენა გაიაფების შემდეგ დაიწყო, ანუ, მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ქვეყნებმა მოსკოვზე სანქციები დააწესეს, უკრაინაში შეჭრის გამო.
რუსეთის წილი ინდოეთის საერთო ნავთობის იმპორტში 2025 ფინანსურ წელს 35.1%-მდე გაიზარდა, ჯერ კიდევ კი აღნიშნული წილი მხოლოდ 1.7% იყო.
დღეისთვის რუსეთი ინდოეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელია.
