შეკვეთილში მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარების პროექტი დამტკიცდა

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ, ურეკის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში, ზღვის სანაპიროზე 54,451 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარების განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
აღნიშნული გრგ-ს ფარგლებში პროექტის ინვესტორს, VR Holding-ს ადგილზე რამდენიმე ფაზად მსხვილი ტურისტული ობიექტის განვითარება შეეძლება. VR Holding-ი ამ პროექტზე 2023 წლიდან მუშაობს და ის სასტუმრო პარაგრაფის მიმდებარედ განთავსდება. პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს და ის რამდენიმე ფაზად უნდა განხორციელდეს.
პირველი ფაზის ფარგლებში პროექტის განვითარება პარაგრაფ შეკვეთილის მიმდებარედ მოხდება, მესამე, მეოთხე და მეხუთე ფაზის ფარგლებში კი ტერიტორიაზე რამდენიმე ცათამბჯენის მშენებლობაც არის დაგეგმილი, რომელთა სიმაღლე 140 მეტრი იქნება.