PrivatBank-ი კოლომოისკის არ დაუბრუნდება | უკრაინის სააპელაციო სასამართლომ ბანკის ნაციონალიზაციის კანონიერება დაადასტურა

უკრაინის სააპელაციო სასამართლომ დახურა საქმის წარმოება PrivatBank-ის ბაზრიდან სახელმწიფოს მონაწილეობით გაყვანის შესახებ და დაადასტურა ბანკის ყოფილ მფლობელებისთვის დაბრუნების შეუძლებლობა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ბანკის პრესსამსახური იტყობინება.
“დღეს, 6 წლის შემდეგ, სასამართლომ დაადასტურა PrivatBank-ის ყოფილ მფლობელებისთვის დაბრუნების შეუძლებლობა, რომლის რეკაპიტალიზაციისთვის სახელმწიფომ 155 მილიარდ გრივნაზე მეტი დახარჯა. ასევე უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებები PrivatBank-ის ნაციონალიზაციასთან დაკავშირებით, ძალაშია”, – განაცხადა ვიქტორ ჰრიჰორჩუკმა, უკრაინის ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის პრეტენზიებისა და სარჩელების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
როგორც ცნობილია, 2016 წლის 18 დეკემბერს უკრაინის ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება PrivatBank-ის გადახდისუუნაროდ გამოცხადების და ნაციონალიზაციის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მარეგულირებელი კაპიტალის ოდენობის უარყოფით მნიშვნელობამდე შემცირებას. ბანკის კაპიტალის დეფიციტი დამოუკიდებელმა, საერთაშორისოდ აღიარებულმა აუდიტორულმა კომპანიამ დაადასტურა. ბანკის აქციონერებმა არ შეასრულეს ვალდებულებები ფინანსური აღდგენის კუთხით. იმავე დღეს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფოს PrivatBank-ის კაპიტალში შესვლის შესახებ.
უკრაინელ ოლიგარქს 2021 წელს -მა მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის გამო სანქციები დაუწესა. ოლიგარქი 2015 წლამდე დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. მან ქონება 1990-იანი წლების დასაწყისში, სწორედ PrivatBank-ით დააგროვა. მასზე ქვეყნის დეპოზიტების ერთი მესამედი მოდიოდა. თუმცა, 2016 წელს უკრაინის მთავრობამ ფულის გათეთრების გამო, კოლომოისკი და მისი ბიზნესპარტნიორი გენადი ბოლოგლიუბოვი PrivatBank-ს ჩამოაშორა და ბანკის ნაციონალიზაცია მოახდინა.
2022 წლის 20 იანვარს, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია მიმდინარე გამოძიებაზე, რაც იგორ კოლომოისკის და მისი ბიზნესპარტნიორის, გენადი ბოგოლიუბოვოვის მიერ PrivatBank-იდან მითვისებულ მილიონებს შეეხებოდა. იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, კოლომოისკი შტატებში მრავალმილიონიანი ქონების მესაკუთრე ყალბი საკრედიტო ხაზებისა და დოკუმენტების გამოყენებით გახდა.