ხაზარაძე-ჯაფარიძემ მთელი საკუთარი პოლიტიკური კამპანია ააგეს იმაზე, თითქოს სახელმწიფომ ისინი დაჩაგრა ანაკლიის პორტთან მიმართებით

ხაზარაძე-ჯაფარიძემ მთელი საკუთარი პოლიტიკური კამპანია ააგეს იმაზე, თითქოს სახელმწიფომ ისინი დაჩაგრა ანაკლიის პორტთან მიმართებით
ხაზარაძე-ჯაფარიძემ მთელი საკუთარი პოლიტიკური კამპანია ააგეს იმაზე, თითქოს სახელმწიფომ ისინი დაჩაგრა ანაკლიის პორტთან მიმართებით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავიდან ბოლომდე ხელს უწყობდა ამ პროექტის განხორციელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.
პრემიერის თქმით, სიცრუე არის მათი როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი შტრიხი.
„ხაზარაძე-ჯაფარიძემ მთელი საკუთარი პოლიტიკური კამპანია ააგეს იმაზე, თითქოს სახელმწიფომ ისინი დაჩაგრა ანაკლიის პორტთან მიმართებით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავიდან ბოლომდე ხელს უწყობდა ამ პროექტის განხორციელებას. კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ მათი მხრიდან უზრუნველყოფილიყო ინვესტიციების მოზიდვა, თუმცა, ამხელა ხელშეწყობის მიუხედავად, მათ ვერ მოიზიდეს ინვესტიციები და მთლიანად ჩააგდეს ეს პროექტი. ეს ყველაფერი საბოლოოდ დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟმა, მაგრამ მაინც არ იშლიან თავისას. როდესაც ასეთ დროს ჯიუტად იმეორებ სხვა რამეს, გასაგებია, რა არის მათი მოტივაცია. სიცრუე არის მათი როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი შტრიხი“, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ხსოვნას, რომლებმაც თითოეულ ქართველს, მომავალ თაობებს მისცეს გმირობის მაგალითი და მათი გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძემ და ჩინეთის ელჩმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობა, ბიზნესის თავისუფლების უზრუნველყოფა და სწორედ ეს პრინციპები უდევს საფუძვლად იმ ეკონომიკურ განვითარებას, რომელსაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში