ადამიანისთვის სიამოვნების მიღების უმთავრესი საშუალება, მის ემოციურ მდგომარეობაზე დადებითი ზემოქმედებაა. ამ მდგომარეობის მისაღწევად, სხვადასხვა საშუალებები არსებობს, მაგრამ მარტივად მისაგნები არ არის სივრცე, რომელიც რამოდენიმე შესაძლებლობას ერთდროულად გაძლევს. გვიანი ზაფხულის ცხელ დღეებში, საქართველოს ძალიან გაუმართლა, რადგან მიგნებაზე დროის დაკარგვა საჭირო აღარ არის, უკვე შესაძლებელია უბრალოდ “Winecast”-ზე დასწრება და საკუთარი თავისთვის დროის ჩუქება, რომელიც სრულად იქნება დაცლილი რუტინისგან და სავსე იქნება ემოციური თავგადასავლებით.
რა გიყვართ? კინო? მუსიკა? ღვინო? “Winecast”-ზე ცალ-ცალკე შეგიძლიათ უამრავი თავშესაქცევის პოვნა. თუმცა, თუ ჩამოთვლილთაგან ყველაფერი გიტაცებთ, მაშინ ეს ფესტივალი თქვენი პირადი სამოთხე ყოფილა და აღარ არის საჭირო მისი ზეცაში ძებნა.
შესაძლოა თქვენ ვერ მოხვდეთ კანში, ანდაც „ბერლინალეზე“. არ არის მარტივი იქ ხშირი, ანდაც საერთოდ სტუმრობა, მაგრამ გაცილებით მარტივად, დიდი ევროპული კინოფესტივალების მიერ მიღებული იმპულსების გამოცდის საშუალება საქართველოშიც შეგიძლიათ.
“Winecast”-ის პირველი ეტაპის ლოკაცია თბილისი იქნება. ფესტივალის პირველ დღეს, 20 აგვისტოს, თბილისში, „თამადის“ ძეგლის მიმდებარედ გაიხსნება ვარსკვლავი „შავკაპიტოს“ ვაზის ჯიშისთვის. 21-22 აგვისტოს კი, ღვინის მუზეუმში ჩატარდება საკონკურსო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება. ამ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. მთლიანობაში 20-22 აგვისტოს აქტივობებს ერთგვარი მოთელვის ხასიათი ექნება, ფესტივალის გენერალურ ნაწილს კი 23-24 აგვისტოს „შატო მუხრანი“ უმასპინძლებს.
გარდა „შატო მუხრანში“ სპეციალურად მომზადებულ სივრცეებში დაგეგმილი უამრავი მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიებისა, 23 აგვისტოს ფესტივალის სტუმრებს ელით ესპანური ფილმის – „ზღვის ღვინო (კარენინა)“-ს პრემიერა და მის პროდიუსერებთან, ფრან ლორენტესთან და ჰელენ მორაესთან შეხვედრა. ასევე ფრანგული ფილმის – „მრისხანების ბორცვების“ პრემიერა და შეხვედრა რეჟისორთან, ლეო ბუდესთან. 23 აგვისტოს საფესტივალო პროგრამის ბადეშია ღია ცის ქვეშ, 20-მდე საკონკურსო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებაც.
კინოჩვენებებით გადატვირთული იქნება 24 აგვისტოც. ამ დღეს სტუმრები ნახავენ იტალიურ ფილმს „ცნობილი ადამიანების ღვინოები“ და შეხვდებიან მსახიობს და პროდიუსერს, ესმერალდა სპადეას. ასევე გაიმართება ამერიკული ფილმის ჩვენება „მსოფლიოს საუკეთესო შეფი“. ამავე დღეს ღია ცის ქვეშ გაიმართება ახალი ქართული ფილმების ჩვენებები.
საფესტივალო დღეები მრავალფეროვანი იქნება გასტრონომული თვალსაზრისითაც, ვინაიდან კინოს ზეიმის პარალალურად სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ მსოფლიოს საუკეთესო სომელიეები, რომლებიც გამართავენ საინტერესო შეხვედრებს და გააჩენენ საუკეთესო ღვინოების დაგემოვნების წინაპირობას.
2025 წელს “Winecast” მეორედ იმართება. პირველი ცდა იმდენად წარმატებული და ეფექტური გამოდგა, სტუმართა ნაწილისთვის რთულად წარმოსადგენი იყო, რომ ისინი ფესტივალის სადებიუტო გამოჩენას ესწრებოდნენ და არა მრავალი წლის გამოცდილების მქონე, ტრადიციულ და ძლიერ ღონისძიებას.
ფესტივალის არსებობასა და განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ მის პარტნიორებს – ღვინის ეროვნულ სააგენტოს, იტალიის და საფრანგეთის საელჩოებს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კინო პროგრამას, საფრანგეთის ინსტიტუტს საქართველოში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, სიტროენს, ლიბჰერ საქართველოს, მილეს, თიბისი კონცეპტს, დიზაინ სტუდია ელენეას, ლეპერტს, UHY Georgia-ს, ედვაიზს, თბილისის ღვინის მუზეუმს, ნანოს, ბალნეოლოგიურ კურორტ – საქართველოს.
ფესტიველის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ TKT.GE-ზე – https://tkt.ge/show/24426/kinos-da-ghvinis-saertashoriso-festivali-vainqasti
(R)
