რუისთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან 5 იანვარს მომხდარი ავარიის დროს დაშავებული შუა ხნის ქალი გარდაიცვალა, – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს და წერს, რომ ქალის მდგომარეობა მძიმე იყო და ის ხაშურის კლინიკასი მკურნალობდა.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომაგისტრალზე მოხდა – ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მძღოლი, 4 ადამიანი კი დაშავდა.