იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 120-ს გადააჭარბა

1 იანვარს იაპონიაში, ისიკავის პრეფექტურაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 126-ს მიაღწია. ამის შესახებ 6 იანვარს იტყობინება ტელეკომპანია NHK-ი. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 200-ზე მეტი.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ისიკავაში გრძელდება, თუმცა, მაშველების თქმით, გადარჩენილთა პოვნის შანსი ყოველდღიურად მცირდება. სამაშველო სამუშაოებს ართულებს ამინდის გაუარესება – თოვლი და დაბალი ტემპერატურა. ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისქვეშა ბიძგები კვლავ გრძელდება 6 იანვრის ბიძგების სიმძლავრემ 5,3 ბალს მიაღწია.
ხელისუფლების თქმით, უკვე დაზიანებული გზების ნაწილი შეიძლება სულ ჩაინგრეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო