გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად გაცემის აქცია იწყება

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის მიმდინარე წლის 11 აგვისტოდან პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე (ID ბარათი) შეღავათიან ფასად გაცემის აქციას აცხადებს, რომელიც 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიიების სრულყოფა.
პირადობის ელექტრონულ მოწმობას ნახევარ ფასად მიიღებენ:
•სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც არასდროს აუღიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა;
•სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;
•მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;
•მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა.
აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.
ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.
Previous: სამხრეთ კავკასია ათწლეულების განმავლობაში სათამაშო მოე. ფრთხილად იყავით – ჯეფრი საქსი

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, მაგრამ ვიქნებით ყურადღებით და ყველას მინდა, მივცე პირობა – თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს

ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპია, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ ისინი კომფორტული სერვისების მიწოდებით – იუსტიციის სახლი გამორჩეული პროექტია სწორედ ამ თვალსაზრისით