ზელენსკი: რუსები შეეცდებიან ამერიკა მოატყუონ, რასაც არ დავუშვებთ

10 აგვისტოს დღის ბოლოს, უკრაინის რეგიონებზე ს ჯარების მორიგი შეტევის შედეგად სამოქალაქო ობიექტების ნგრევის შემდეგ, ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთისგან არ ჩანს რეალური ნაბიჯები მშვიდობისკენ, ამიტომ საჭიროა ახალი სანქციები და ზეწოლა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს ძალა უნდა აჩვენოს პირველ ყოვლისა, შეერთებულმა შტატებმა და საჭიროა ძალა ევროპისგან და მსოფლიოს ყველა ქვეყნისგან, რომლებსაც სურთ მშვიდობა და სიმშვიდე საერთაშორისო ურთიერთობებში, ამიტომ თუ რუსეთს ომის შეჩერება არ სურს, მისი ეკონომიკა უნდა გააჩერონ.
ზელენსკის თანახმად, რუსებს განზრახული აქვთ ამერიკის მოტყუება სცადონ, რასაც არ დაუშვებენ.
15 აგვისტოს ალასკის შტატში დაგეგმილია -ის პრეზიდენტ ს შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ამერიკული წყაროების ცნობით, თეთრი სახლი განიხილავს ალასკაში უკრაინის პრეზიდენტ ს მიწვევას.
გამოცემა Wall Street Journal-ის წყაროთა თანახმად, პუტინი სავარაუდოდ, მზად არის ზავზე, თუ დათმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები თავიანთ მიწას ოკუპანტს არ აჩუქებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს