დანიისგან უკრაინისთვის F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება 6 თვით გადაიდო

დანიისგან უკრაინისთვის F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის პროცესი ექვსი თვით გადაიდო. ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს, რომელიც დანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეყრდნობა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ს უკრაინისთვის 2024 წლამდე ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი უნდა მიეწოდებინა. როგორც ცნობილია, F-16-ის ტიპის პირველი თვითმფრინავები ს 2024 წლის მეორე კვარტალში გადაეცემა.
დანიური მედიის ცნობით, საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა რამდენიმე წინაპირობის შესრულებასთან იყო დაკავშირებული, მათ შორის, უკრაინელი პილოტების გადამზადების პროცესზე და ლოჯისტიკურ გამართულობაზე. Berlingske-ს ინფორმაციით, ამჟამად ექვსი უკრაინელი პილოტი დანიაში სპეციალურ გადამზადების პროცესს გადის.