მოსკოვი ითხოვს რუსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის დაწესებას

ზახაროვა მიიჩნევს, რომ უნდა დაწესდეს რუსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. ანალიტიკოსების ვარაუდით, კრემლი ცდილობს „რუსოფობია“ დაარქვას იმ ქვეყნის ქმედებებზე რეაქციას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს, ესხმის მეზობლებს და თავის მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობს.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ უნდა არსებობდეს რუსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. სწორედ რუსოფობიამ და მისმა პროპაგანდამ, რომელიც დასავლეთმა გააჩაღა, გამოიწვია მრავალი ტრაგედია. რუსოფობიის ჯოჯოხეთური დროშის ქვეშ მიეწოდება ს ტერორისტულ რეჟიმს იარაღი. რუსოფობიის დროშის ქვეშ ხოცავენ ბავშვებსა და სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს. <…> საჭიროა რუსოფობიასთან, ისევე როგორც რასის, რელიგიისა და ეროვნების საფუძველზე სიძულვილის გამოვლინებებთან ბრძოლა“, – განაცხადა მ, რომელმაც თავისი ინიციატივის ანალოგიის სახით მოიტანა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე.

პოლიტიკის ექსპერტების თქმით, ზახაროვას განცხადება ცნებების ჩანაცვლების თვალსაჩინო ნიმუშია, რადგან მის ინიციატივაში მსხვერპლის მიმართ სიძულვილი გაიგივებულია მოძალადის აგრესიულ ქმედებებზე რეაქციასთან. ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ სიტყვა „რუსოფობია“ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებებში ჩნდება 2014 წლიდან ანუ მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ს ანექსია და დონბასში სამხედრო მოქმედებები დაიწყო.

მარია ზახაროვას განცხადებასთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა „კიევის რეჟიმისა“ და „დასავლეთის ოფიციალური პირებისა და ელიტების“ წარმომადგენლების „რუსოფობიის მაგალითების“ კრებული.

11 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ASEAN-ის სამიტზე ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მარკო რუბიოს გადასცა „რუსოფობების“ დოსიე – „ამონარიდები ზელენსკის, შმიჰალის, ერმაკის, პოდოლიაკის ციტატებიდან“, „სადაც ისინი პირდაპირ საუბრობენ რუსობის განადგურების აუცილებლობაზე“.

ერევანში მცხოვრები რუსი პოეტი ანა პოლეტაევა ირონიულად შენიშნავს, რომ საჭიროა არა საერთაშორისო დღის, არამედ წლის შემოღება:

„შემიძლია სამუშაო სცენარიც კი შევთავაზო: ზუსტად ერთი წლის განმავლობაში რუსეთი არავის დაბომბავს და დაცხრილავს, რუსული მედია შეწყვეტს სხვა ხალხებისა და ქვეყნების წინააღმდეგ ტალახის სროლას, კრემლი შეწყვეტს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას, შეწყვეტს ერთმანეთთან ომში მყოფ ქვეყანასთან სამოკავშირეო შეთანხმებების დადებას, შეწყვეტს ხალხების ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზებას, შეწყვეტს ოპონენტების ნაცისტებად და მტრებად მოხსენიებას და რაც მთავარია, შეწყვეტს კრემლისა და რუსეთის გაიგივებას და ყველას რუსოფობად მოხსენიებას, ვისაც კრემლის პოლიტიკა არ მოსწონს“.

უკრაინელი ბლოგერისა და ჟურნალისტის, ოლეგ ჩესლავსკის თქმით, რუსოფობია, კრემლის ინტერპრეტაციით, რუსეთის ნებისმიერი კრიტიკაა, რუსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე კი კანიბალიზმის კრიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დღის მსგავსი რამეა.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – თუ პირველი შეხვედრა კარგად ჩაივლის, სურვილი მექნება, დაუყოვნებლივ გავუწიოთ ორგანიზება პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას, მეც ვიქნები, თუ ენდომებათ – მასზე შესაძლოა, საკითხის სრულად მოგვარება მოხერხდეს