ვენსი: მუშაობს მოლაპარაკების გამართვაზე პუტინსა და ზელენსკის შორის

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, მუშაობს მოლაპარაკების გამართვაზე ს პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტს, ს შორის.
10 აგვისტოს, Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვენსმა თქვა, რომ ამ ეტაპზე საქმე უკვე ეხება თარიღის გამონახვას, როცა სამი ლიდერი – აშშ-ის პრეზიდენტი, , პუტინი და ზელენსკი – ომის დასრულების გზებზე სალაპარაკოდ დასხდებიან. ვენსის აზრით, პუტინის ზელენსკისთან შეხვედრა არაპროდუქტიული მანამ, სანამ ს პრეზიდენტი შეხვდება ტრამპს.
“ცხადია, ჩვენ ვგმობთ შეჭრას, არ მოგვწონს მიმდინარე სიტუაცია – მაგრამ საჭიროა მშვიდობასთან მისვლა. და საამისოდ ერთადერთი გზაა დასხდომა და ლაპარაკი” – თქვა ვენსმა.
ვენსმა დასძინა, რომ დონალდ ტრამპს “ეჭვი ეპარება უკრაინის თაობაზე მოლაპარაკების წარმატებაში, მაგრამ მნიშვნელოვნად მიიჩნევს შანსის მიცემას”.
“ჩვენ ვეცდებით მოლაპარაკების საფუძველზე მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც დააკმაყოფილებს რუსებსაც და უკრაინელებსაც. საბოლოო ანგარიშით, სავარაუდოდ, ორივე მხარე უკმაყოფილო იქნება” – თქვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ამასთან, ჯეი დი ვენსმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ გეგმავს შეწყვიტოს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა რუსეთის მოგერიების ომში.
“ვფიქრობ, პრეზიდენტი, და ნამდვილად ვფიქრობ რომ ამერიკა – ჩვენ აღარ ვაპირებთ უკრაინის ომის ამბის დაფინანსებას. ჩვენ გვინდა ეს მშვიდობიანად გადაიჭრას. ჩვენ გვსურს დავასრულოთ ხოცვა” – უთხრა ვენსმა Fox news-სს ინტერვიუში, რომელიც რამდენიმე დღის წინაა ჩაწერილი. “ამერიკელებს, ვფიქრობ, მოყირჭებული აქვთ თავიანთი ფულის, თავიანთი გადასახადების დოლარების გაგზავნა ამ კონკრეტულ კონფლიქტში” – თქვა ვენსმა და დასძინა: “თუკი ევროპელებს სურთ ჩაერიონ და იარაღი შეისყიდონ ამერიკელი მაწარმოებლებისგან – ამის წინააღმდეგი არ ვართ. მაგრამ თავად ჩვენ ამას აღარ დავაფინანსებთ” – ამბობს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი.
ინტერვიუ ჩაიწერა მანამ, სანამ ოფიციალურად გამოცხადდებოდა, რომ ტრამპი პუტინს მომავალ კვირაში, ალასკაში შეხვდება. ამ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი, ჯერჯერობით მიწვეული არ არის.
ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი განიხილავს ჩინეთისთვის სანქციების დაწესებას რუსეთის ნავთობის იმპორტის გამო, თუმცა ამ საკითხზე “ჯერ მყარი გადაწყვეტილება არ მიუღია”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში