საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 158,2671 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონს” (4-methylmethcathinone).
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ