NBC News: თეთრი სახლი განიხილავს ზელენსკის მიწვევას ალასკაში დანიშნულ შეხვედრაზე

თეთრი სახლი განიხილავს უკრაინის პრეზიდენტის, ს მიწვევას ალასკაზე – სადაც -ის პრეზიდენტი, მომავალ კვირაში ს პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდეს. ამ ცნობას ავრცელებს NBC News, წყაროებზე დაყრდნობით.
“ეს განიხილება” – უთხრა საკითხში გათვიცნობიერებულმა ერთ-ერთმა პირმა ამ მედიასაშუალებას.
NBC News-ის ცნობით, ვიზიტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ჯერჯერობით გაურკვეველია ჩავა თუ არა ზელენსკი ალასკაში.
ეს “აბსოლუტურად” შესაძლებელია – უთხრა -ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მედიასაშუალებას და დასძინა: “ყველა ძალიან იმედიანადაა, რომ ეს მოხდება”.
კითხვას, გაუგზავნა თუ არა აშშ-მა ზელენსკის ოფიციალური მიწვევა, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა უპასუხა – “პრეზიდენტი კვლავ ღიაა სამმხრივი სამიტისთვის, ორივე ლიდერთან. ამ ეტაპზე თეთრი სახლი კონცენტრირებულია ორმხრივი შეხვედრის დაგეგმვაზე – რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა ითხოვა”.
NBC News-ი წერს, რომ უკრაინის ხელისუფლებას პასუხი არ გაუცია კომენტარის შესახებ თხოვნაზე.
ტრამპმა პარასკევს გამოაცხადა, რომ პუტინს 15 აგვისტოს შეხვდება ალასკაში, ში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.
თუ ზელენსკი შეხვედრაზე ჩავა, გაურკვეველია იქნებიან თუ არა იგი და პუტინი ერთსა და იმავე ოთახში – უთხრა მედიასაშუალებას ერთ-ერთმა წყარომ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში