CNN – თეთრმა სახლმა ტრამპისა და პუტინის შეხვედრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკის ალასკაში ყოფნა არ გამორიცხა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს შორის ალასკაში პარასკევს დაგეგმილი სამიტის მონაწილედ არ დასახელებულა, თუმცა, თეთრმა სახლმა ზოგიერთ შეხვედრაში ზელენსკის მონაწილეობა არ გამორიცხა, – ინფორმაციას CNN-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, თეთრი სახლის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკის ჩართულობით ნებისმიერი რამ, სავარაუდოდ, ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ მოხდება.
თეთრი სახლის ოფიციალური პირის თქმით, დონალდ ტრამპი ღია რჩება ორივე ლიდერთან სამმხრივ სამიტთან დაკავშირებით, თუმცა, ამჯერად თეთრი სახლი პრეზიდენტ პუტინის მიერ მოთხოვნილ ორმხრივ შეხვედრას გეგმავს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა – პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ეს წინადადებაც, დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო