სანქციების ნაცვლად, დონალდ ტრამპი რუსეთთან სამიტს აანონსებს – გამოცემა “ეკონომისტი”

“სანქციების ნაცვლად, რუსეთთან სამიტს აანონსებს” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი მედიასაშუალება The Ecnomist-ი.
ავტორი აღნიშნავს, რომ, -ის პრეზიდენტის მიერ დასახელებული ვადის ამოწურვის შემდეგ, ტრამპის მიერ წამოყენებული ულტიმატუმი უკვალოდ გაქრა და შტატების პირველმა პირმა, სანქციების ნაცვლად, პუტინთან ჩანიშნულ სამიტზე დაიწყო საუბარი.
“დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს ვადა 8 აგვისტომდე მისცა: ან საბრძოლო მოქმედებებს დაასრულებდა, ან დამანგრეველი სანქციების წინაშე აღმოჩნდებოდა, მაგრამ, როგორც კი ეს დღე დადგა, აღმოჩნდა, რომ ულტიმატუმი უკვალოდ გაქრა”, – წერს The Economist-ი.
როგორც ავტორი აღნიშნავს, ვადის ამოწურვის დღესვე, საღამოს, გასაჯაროვდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა იგეგმება – სამიტი 15 აგვისტოს, ალასკას შტატშია ჩანიშნული.
“უკრაინის პრეზიდენტი , სამიტს, სავარაუდოდ, არ დაესწრება. როგორც ჩანს, ბატონმა პუტინმა ეს დიპლომატიური ტრიუმფი ამერიკელ დიპლომატებთან ბოლო მოლაპარაკებების ოსტატურად წარმართვით მიაღწია”, – წერს the Economist-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

ადამიანები, რომლებიც მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად, დღეს ცდილობენ, რომ სხვადასხვა მიზეზით თავი დაიძვრინონ – პროფესორმაც, ექიმმაც, სტუდენტმაც, ყველამ იცოდა სად მიდიოდა, ყველა იყო გაფრთხილებული და ჩვენი პოლიტიკური გუნდი კანონს, რა თქმა უნდა, აღასრულებს

რადიკალების მხრიდან ანტიკონსტიტუციური ქმედებების შემდეგ პოლიტიკური უტიფრობის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ, როდესაც ჯერ „ევროპის სახალხო პარტიამ“ მოძალადედ „ქართული ოცნება“ გამოაცხადა, ხოლო, ევროკავშირის პრეს-სპიკერმა მმართველ გუნდს რუსული პროპაგანდის წარმოებაში დასდო ბრალი

ცხადია, არავის დაუჯერებია, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით თითქოს საკანში ბაჩიაშვილს სცემეს – ერთმა ფულზე დახამებულმა ჩინოვნიკმა, როგორც ჩანს, კორუფციული გარიგების შემდეგ საშუალება მისცა ბაჩიაშვილს, რომ ეს სპექტაკლი დაედგა