არქიმანდრიტმა დოროთე: ეშმაკი მკვიდრობს მათში ვინც ადამიანებს მოჩვენებით საშიშროებებს უქმნის

ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას არ ეძებენ, რომლებსაც პროპაგანდისტები ჰქვიათ, ნებისმიერ სიტყვას დაჭრიან და ტელევიზიაში ისე გაუშვებენ, როგორც თვითონ უნდათ — რაღაც მიზანი აქვთ. ეს ადამიანები არ ეძებენ ჭეშმარიტებას და ვერასოდეს გახდებიან ჭეშმარიტების ტაძარი, ღვთის ტაძარი ვერ გახდებიან. მაშინ ვისი ტაძრები არიან? — სიცრუის, ეშმაკის.
პირდაპირი გაგებით, ეშმაკი მკვიდრობს მათში, ვინც ადამიანებს ატყუებს, ვინც ერს ატყუებს და რაღაც მოჩვენებით საშიშროებებს უქმნის – „დიფ სთეითებს“, ომის პარტიებს. მატყუარები არიან.
მსოფლიოში როგორი გლობალური მოვლენები ხდება, და ესენი დადიან აქ, ღელე-ღელე, და ქუჩაში ბავშვებს იჭერენ, ბავშვებს დასდევენ. პოლიტიკა არის საზოგადოებრივი ურთიერთობა, და ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო საზოგადოებასთან შეწყვიტა ურთიერთობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ესენი პოლიტიკოსები არ არიან, ესენი ქვეყნის გადამრჩენები არ არიან და ქმნიან რაღაც საშიშროებებს, რაღაც პროპაგანდას, და თვითონ ხდებიან ამ პროპაგანდის მსხვერპლი — უშვებენ ტელევიზიებში და თვითონ იჯერებენ. თვითონ არიან შეშინებულები და ხალხს აშინებენ. მათი ბოლო სირცხვილია, მათი ბოლო გაგიჟებაა.