უკრაინის გენშტაბი – უკრაინელებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც ყოველწლიურად 7 მილიონ ტონამდე ნავთობს ამუშავებს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან ერთად, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენერალური შტაბში განმარტავენ, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ს ფედერაციის საწვავის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საოკუპაციო ძალების ნავთობპროდუქტებით მომარაგებაშია ჩართული. მისი წლიური გადამუშავების სიმძლავრე 7 მილიონ ტონამდე ნავთობია.
„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებს სისტემატურად ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც მიმართულია მოწინააღმდეგის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ, რათა აიძულოს იგი შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ს ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული თითოეული დაზიანებული ობიექტი, რომელიც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ მისი დანაშაულებრივი ომის მომარაგებაში, გვაახლოებს სამართლიან მშვიდობასთან“, – აცხადებენ გენშტაბში.