ვოლოდიმირ ზელენსკი – ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს და ევროპელი ხალხების უსაფრთხოების ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.
„ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ახლა სთანაა, ჩვენს ხალხთანაა უკრაინაში მშვიდობის გამო, რადგან ეს იცავს ჩვენი ევროპელი ხალხების სასიცოცხლო და უსაფრთხო ინტერესებს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, უკრაინა აფასებს და სრულად უჭერს მხარს საფრანგეთის პრეზიდენტის ს, იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის და ევროკომისიის პრეზიდენტის ს ერთობლივ განცხადებას უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ.
შეგახსენებთ, ევროპელმა ლიდერებმა -სა და ს პრეზიდენტების, სა და ს დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შემცირების კონტექსტში და რომ დიპლომატიურმა გადაწყვეტამ უნდა დაიცვას უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინტერესები.