მედია – რუსეთის ქალაქ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა და მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ქალაქ სარატოვში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ობიექტში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სარატოვზე დრონების მასიური თავდასხმა განხორციელდა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ისმის დრონების მოქმედების ხმები და ასევე ჩანს საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ „ერთ-ერთი სამრეწველო საწარმო დაზიანდა“.
მისივე თქმით, დრონი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაეცა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, სავარაუდოდ, ქვეყნის 15 რეგიონში 121 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ