ყოფილი საჯარო მოხელეები, საგარეო საქმეთა სამინისტროდან პარლამენტისკენ, საპროტესტო მარშს მართავენ

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილი ყოფილი საჯარო მოხელეები პარლამენტისკენ მარშს მართავენ.
საპროტესტო მსვლელობაში სხვადასხვა უწყების ყოფილი წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი იმ რეპერსიებს აპროტესტებენ, რასაც ხელისუფლება იმ ადამიანების მისამართით ახორციელებს, რომლებიც მათივე განმარტებით, განსხვავებულ აზრსა და ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშირებით პროტესტს აფიქსირებენ.
მარშის მონაწილეები პარლამენტთან 255-დღეს მიმდინარე უწყვეტ პროტესტს შეურთდებიან.