საქართველოში Toyota-ს მარკის ავტომობილები მთლიანი საავტომობილო პარკის 11%-ია
ამ დროისათვის ქვეყანაში 207 514 ერთეული Toyota-ს მარკის ავტომობილია რეგისტრირებული, რაც მთლიანი საავტომობილო პარკის 11%-ს შეადგენს.
ზოგადად ქვეყანაში რეგისტრირებული Toyota-ს მარკის ავტომობილების სტატისტიკა მზარდია, 2024 წის ბოლოს ქვეყანაში Toyota-ს მარკის ავტომობილების რაოდენობა 197 651 ერთეული იყო, ხოლო 2023 წლის ბოლოს კი 178 419 ერთეული.
მიმდინარე მაჩვენებლების თანახმად, Toyota-ს ავტომობილების დიდი კონცენტრაცია თბილისშია. დღეისათვის თბილისში ოფიციალურად 119 942 ერთეული Toyota-ს ავტომობილი რეგისტრირებული, რაც მთლიანად ამ მარკის ავტომობილების 58%-ია.
ქვეყნის მასშტაბით Toyota-ს ავტომობილების გადანაწილება ასე გამოიყურება:
ქ. თბილისი: 119 942
იმერეთი: 18 503
აჭარის არ: 17 007
ქვემო ქართლი: 14 834
კახეთი: 9 208
სამეგრელო-ზემო სვანეთი: 7 870
შიდა ქართლი: 7 092
სამცხე-ჯავახეთი: 4 412
მცხეთა-მთიანეთი: 4 269
გურია: 3 291
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 1 086
businessinsider.ge
