„2024 წელს დაახლოებით 20%-იან ზრდას ვპროგნოზირებთ“ – „სიტროენ საქართველო“

„სიტროენ საქართველო“ მიმდინარე წელს დაახლოებით 20%-იან ზრდას გეგმავს, ამის შესახებ კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ილია თაბორიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, გასული წელი კომპანიისთვის გამორჩეული იყო იმ მიმართულებით, რომ სამოდელო რიგში ახალი ბრენდის დამატება მოხდა და ასევე შეიქმნა მულტიბრენდული სივრცე.
„2023 წელი დატვირთული წელი იყო არა მარტო „სიტროენ საქართველოსთვის“ არამედ მთელი საქართველოსთვის. კომპანიას ორი ახალი ამბავი აქვს, ჩვენს სამოდელო რიგში დავიმატეთ „ოპელი“ და ახლა კომპანია წარმოდგენილია ორი ევროპული ბრენდით „სიტროენით“ და „ოპელით“, როგორც მსუბუქი ასევე კომერციული განხრით. მეორე ამბავი მდებარეობს აღმაშენებელზე, სადაც არის მულტიბრენდული სივრცე, იქ მომხმარებელს საშუალება აქვს დაათვალიეროს და შეიძინოს ავტომობილები.
აღნიშნულ მოდელებზე მოთხოვნა იზრდება და რაც მთავარია, ის მენტალიტეტი, რომელიც წლების წინ იყო, რომ მომხმარებელი მეორად ავტომობილებს აქტიურად იძენდა, იცვლება, რაც სასიხარულოა, რადგან ავტოპარკი ახლდება“, – ამბობს ილია თაბორიძე.
მისი თქმით, კომპანია 2024 წელსაც გეგმავს ახალი ბრენდების დამატებას, რომლის შესახებ უფრო მეტი დეტალი თებერვალში გახდება ცნობილი.
„საქართველოს ბაზარი მაინც პატარაა, თუმცა კონკურენცია საკმაოდ მაღალია, როგორც აზიურ ბრენდებში ასევე ევროპულ და ჩინური ბრენდებში.
რაც შეეხება გეგმებს, 2024 წელს დაახლოებით 20%-იან ზრდას ვპროგნოზირებთ. ასევე ვგეგმავთ დავამატოთ რამდენიმე ახალი წარმომადგენელი ჩვენს სამოდელო რიგში, რომელიც ვფიქრობთ საკმაოდ მოთხოვნადი მოდელები გახდება საქართველოში, თუმცა ამ ეტაპზე ბრენდების დასახელებისგან თავს შევიკავებ“, – თქვა ილია თაბორიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„OTIF-თან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს სარკინიგზო სისტემის სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურასთან თავსებადობის ხარისხის ამაღლებას“ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი