დღეს ავტოდილერს მანქანების გაყიდვა უჭირს, საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევენ უცხოელები – ნონიაძე

დღეს ავტოდილერს მანქანების გაყიდვა უჭირს… საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევენ უცხოელი არარეზიდენტი პირები, – ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ალექსი ნონიაძემ განაცხადა.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, რეექსპორტის რეკორდული ზრდა ფასს უკავშირდება. ანუ, გაყიდული მანქანების რაოდენობა კი არ გაიზარდა, არამედ მათი ფასია დაკორექტირებული.
“შეიძლება ითქვას, რომ წელს ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს, პირველი 6 თვის მონაცემებით. მაგრამ, ერთია ეს მაჩვენებლები და მეორეა რეალური მონაცემები. რეალური ვითარება არის ის, რომ დღეს ავტოდილერს მანქანების გაყიდვა უჭირს და საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევენ უცხოელი არარეზიდენტი პირები, იგივე ყაზახი და ყირგიზი დილერები.
ფაქტობრივად, [არარეზიდენტს პირებს] თვითონ ჩამოჰყავთ [ავტომობილი], თვითონ არემონტებენ და თავად გაჰყავთ. ეს მაჩვენებელში აისახება, ხოლო ქართველი დილერისთვის და ქართული ეკონომიკისთვის თუ არ ჩავთვლით ტრანზიტის გადასახადს, ეს თემა ჩვენთვის მოგებიანი არ არის როგორც დილერებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის”, – თქვა მან.
საქართველოდან მანქანების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა და კვლავ ინარჩუნებს მთავარი საექსპორტო პროდუქტის სტატუსს. ავტომობილებს ჯამური ექსპორტის თითქმის 38% უკავიათ, მაშინ როცა ტრადიციული საექსპორტო პროდუქტები — ლითონის მადნები, ღვინო და ფეროშენადნობები — საერთო ჯამში 15%-საც ვერ აღწევს. 2025 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოდან გავიდა 49 121 ავტომობილი, რომლის საერთო ღირებულებამ 1.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილების რეექსპორტის ბუმი საქართველოში მნიშვნელოვნად დაიწყო სა და უკრაინის ომის პარალელურად, მას შემდეგ, რაც დასავლეთმა კრემლის მიმართ სანქციები დააწესა. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წელს საქართველოდან ექსპორტზე 457 მლნ დოლარის მანქანები გავიდა, 2024-ში იგივე მონაცემი 2.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
საქართველოდან ავტომობილები ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის. საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ა – ჩვენზე ბევრად ღარიბი ქვეყანა.
საქსტატის მონაცემებით, წელს 628 მლნ დოლარის ღირებულების მანქანები გაიყიდა ყირგიზეთში, 353 მლნ დოლარის ყაზახეთში, 129 მლნ დოლარის აზერბაიჯანში; 26 მლნ დოლარის კი სომხეთში.