პროკურატურაში თაზო დათუნაშვილის გამოკითხვა დასრულდა- რა დეტალები მიაწოდა გამოძიებას პოლიტიკოსმა

პროკურატურაში “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გამოკითხვა დასრულდა. თაზო დათუნაშვილმა გამომძიებლებს დეტალურად უმაბო, როგორ გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი სასამართლო მანდატურების მხრიდან.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ მას მიაყენესს სიტყვიერი შეურაცხყოფაც და რამდენიმეე საათი გამოკეტეს სასამართლოს სარდაფში.
დათუნაშვილი ამბობს, რომ მას იმ მანდატურების ამოცნობაც შეუძლია, ვინც უშუალოდ მასზე იძალადეს.
ირკვევა, რომ მანდატურების წინააღმდეგ გამოძიება თანამდებობის ბოროტად გამოყენების მიმართულებით არის დაწყებული.
როგორც ვიცი, დაწყებულია მოკვლევა მანდატურების წინააღმდეგ, თანამდებობის ბოროტად გამოყენების მიმართულებით. მოვუყევი იმის შესახებდეტალურად, თუ როგორ მოხდა ჩემზე ფიზიკური ძალადობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და თანამდებობის უფლებამოსილების გადაჭარბება, მანდატურის სამსახურის მხრიდან. საქმეს იძებს პროკურატურა და შესაბამისად, არ მაქვს ილუზია, რომ რაიმე შედეგის დადგომას ველოდები,- განაცხადა დათუნაშვილმა.
იურისტები ამბეობენ, რომ ახლა ელოდებიან მოქმედებებს, რომელიც უნდა წარმართოს პროკურატურამ და ასევე, როდის მიანიჭებენ დათუნაშვილს დაზარალებულის სტატუსს, ვინაიდან, მათი განმარტებით, სასამართლოში ადგილი ჰქონდა ძალადობას.
თანხმობა განვაცხადეთ, რომ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება მოხდეს. პროკურატურამ უნდა მოიძიოს ყველა ის მნიშნელოვანი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ ქმედებას. ამ ეტაპისთვის, დაზარალებულის სტატუსი დათუნაშვილს არ აქვს და ველოდებით, რომ უნდა მიიღოს,- განაცხადა უფლებამდაცველმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?

თამო კეშელავა: გვაჩვენეთ, დაზარალებული პოლიციელი. ხომ იცით ხოლმე თქმა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეო? გადადგა ქვეყანა ჭკუიდან, ქოცებიც კი აღშფოთდნენ, მეტი რა ინტერესი გინდათ?