პაატა მანჯგალაძე – ასეთი მასშტაბის გეოპოლიტიკური ძვრებია ირგვლივ, სომხეთი და აზერბაიჯანიც სამშვიდობო შეთანხმებას აფორმებენ, „ქოცები“ კი კვლავ სისულელეებს საუბრობენ, რომ ტრამპი დამარცხდა „დიფ-სთეითან“ – შეეშვით ამ ქვეყანას

ასეთი მასშტაბის გეოპოლიტიკური ძვრებია ირგვლივ, სომხეთი და აზერბაიჯანიც სამშვიდობო შეთანხმებას აფორმებენ, „ქოცები“ კი კვლავ ამ სისულელეებს საუბრობენ, რომ ტრამპი დამარცხდა „დიფ-სთეითან“, გლობალური ომის ძალასთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ვიდრე „ხელისუფლება ამ სისულელეებს საუბრობს, იქამდე ყველაფერი რუსული იშლება“.
„თუ ასეა, მაშინ სამშვიდობო შეთანხმებას რატომ აფორმებინებენ ყველას, ან რუსეთს რატომ აიძულებენ უკრაინაში აგრესიული ომის შეჩერებას?
ცოტა ტვინი გაანძრიეთ და ის მაინც უთხარით იმ თქვენს რუსეთის საგარეო დაზვერვის СВР РФ (Служба внешней разведки) კურატორებს, ამ სისულელეებს ნუ გვალაპარაკებთ, რა გლობალური ომის ძალები, რა „დიფ-სთეითი“, რა დასავლეთი ომს გვაძალებს?
გავიგე ეს პროპაგანდა, მაგრამ ადრე რაც ომები და კონფლიქტები გვქონდა, რუსეთის კი არა, გლობალური ომის ძალების, ანუ ევროპის და ამერიკის ბრალიაო, ამას მაინც რატომ ლაპარაკობთ და იზელთ, რა გიქნეს ასეთი, ცოტა ტვინი გაანძრიეთ მართლა და შეეშვით ამ ქვეყანას. ვერ ხვდებით, რომ ვიდრე თქვენ ამ სისულელეებს საუბრობთ, იშლება თქვენს ირგვლივ ყველაფერი რუსული?“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს