ამერიკელმა მწვრთნელმა დენის ლუკენსმა Ukrainian Football-თან საუბარში განაცხადა, რომ სკანდალურად ცნობილმა ანატოლი ტიმოშჩუკმა “ზენიტის” მწვრთნელის ასისტენტის პოსტი და რუსეთი დატოვა.
“როგორც ვიცი, ტიმოშჩუკმა რუსეთი დატოვა და სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. არ ვისურვებდი მის ადგილას ყოფნას. მითხრა, რომ უკრაინელია და უკრაინა უყვარს”, – თქვა ლუკენსმა.
ამერიკელი მწვრთნელის ამ კომენტარს უმალვე გამოეხმაურა რუსული პრესა და ეს ინფორმაცია სასწრაფოდ უარყო. Match TV წერს, რომ ეს ამბავი სრული სიცრუეა და უფრო მეტიც, ტიმოშჩუკი გუშინ KHL-ის მატჩზეც იმყოფებოდა, სადაც ერთმანეთს სკა და “ლოკომოტივი” უპირისპირდებოდნენ.
მოგეხსენებათ, ტიმოშჩუკი
ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელია, რომელმაც თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისური ყველაზე მეტ შეხვედრაში მოირგო.
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ მან “ზენიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტი არ დატოვა და სანქტ-პეტერბურგში დარჩა, რის გამოც თავის ქვეყანაში მოპოვებული ყველა ტიტული ჩამოართვეს და არაერთი ადამიანის მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა.