„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ოზურგეთში, სოფელ მერიაში, სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა გაბარიტის თვითმფრინავები მიიღოს, მიტოვებული და გაპარტახებულია – წლების წინ გაცემული პირობა, რომ აეროპორტი აღდგებოდა, შეუსრულებელია

„ლელო- ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ოზურგეთში სოფელ მერიაში, ძველი აეროპორტის ტერიტორია დაათვალიერეს.
როგორც პარტიის მიერ ამ საკითხზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც უამინდობის შემთხვევაშიც შეუძლია სხვადასხვა გაბარიტის თვითმფრინავები მიიღოს, მიტოვებული და გაპარტახებულია”.
„ოზურგეთში სოფელ მერიაში „ქართული ოცნების“ მიტოვებულ პროექტებს შორის საერთაშორისო აეროპორტია.
სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც უამინდობის შემთხვევაშიც შეუძლია სხვადასხვა გაბარიტის თვითმფრინავები მიიღოს, მიტოვებული და გაპარტახებულია. წლების წინ გაცემული პირობა, რომ აეროპორტი აღდგებოდა, შეუსრულებელია. ერთადერთი, რაც ობიექტზე ამ დრომდე ჯერ კიდევ შემორჩენილია, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკებია, რომელიც ნადგურდება. ადგილზე დღეს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ჩავიდნენ, მიტოვებული ობიექტი დაათვალიერეს და პრობლემის მოგვარების გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ჟორჟოლიანი – საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების წინა კონკურსში გამარჯვებულთა 25% დასაქმდა ამა თუ იმ სამინისტროში, მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში

ლევან ნატროშვილი – „სამართლიანი არჩევნები“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მითოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ვაგრძელებთ მიმდინარე პოლიტიკური, მათ შორის საარჩევნო პროცესების მონიტორინგს