რუსეთს ძალიან კარგად ესმის – და ჩვენ კიდევ უფრო გვესმის – რომ თუ ჩვენ ღიად ჩავერთვებით ამ [რუსეთ-უკრაინის] ომში, ჩვენ ბევრად უფრო მეტი პრობლემები გვექნება. უკრაინასთან 1 500-კილომეტრიანი საზღვარი გვაქვს. 900 კილომეტრი სადაც ისინი იბრძვიან და კიდევ 1 500 კილომეტრი. რუსეთს ესმის, რომ ჩვენთვის რთული იქნება ამ საზღვრის დაცვა იმის გათვალისწინებით, რომ არა მხოლოდ უკრაინელები იბრძოლებენ ჩვენს წინააღმდეგ ამ 1 500-კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ – ეს ასევე გახდება უკრაინაში NATO-ს სამხედროების შესვლის საბაბი.
[…] ამის შემდეგ მხოლოდ დრონები აღარ იქნება – ისინი ბელარუსს რაკეტებით დაარტყამენ და ეს ჩვენს მეზობლად ხდება და არა ურალში, ძალიან ახლოსაა – 200 კილომეტრში. ჩვენ გვესმის ეს და რუსებსაც ესმით, ეს ჩრდილოეთ კორეა არაა. 20 წუთია საჭირო, რომ კონტინენტთაშორისმა რაკეტამ მიზნამდე მიაღწიოს, მაგრამ აქ – მხოლოდ ორი წუთი.