პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს

პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 30 ივლისს პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის „აანალიზებს“ პოლონეთის მიერ შენგენის ზონაში რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების მოთხოვნის შესაძლებლობას. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველო.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩესლავ მროჩეკმაც განაცხადა, რომ მთავრობა „ალბათ“ მიმართავს შენგენის შეთანხმების ფარგლებში ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების მოთხოვნით.
პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ამ ქვეყნების მოქალაქეები მათი ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნიან.
„რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ პრობლემა გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით. ვიცი, რომ ეს არ არის ქართველების ეროვნული მახასიათებელი, ასე არ ვიტყოდი, მაგრამ დღეს გარკვეული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფები არსებობენ. ჩვენ უკვე ჩავატარეთ დეპორტაციის რამდენიმე ოპერაცია და ერთი წუთითაც არ დავყოვნდებით… ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ან დააპატიმრებენ, ან დაადეპორტებენ“, – თქვა ტუსკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა

სალომე სიმონია: განათლების მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანის მამა ნაციონალური მოძრაობის 2008-2012 წლების მე-7 მოწვევის დეპუტატი იყო. მისმა კომპანიებმა 150 000 ლარი შესწირეს ნაციონალურ მოძრაობას