პროკურატურა მომიტინგეების – დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების-დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილისთვის 4,6- 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებთ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისათვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 1-ელ დეკემბერს, ბრალდებულები პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს, რის შედეგადაც დაიწვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის სპეციალური ავტომანქანა.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა

სალომე სიმონია: განათლების მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანის მამა ნაციონალური მოძრაობის 2008-2012 წლების მე-7 მოწვევის დეპუტატი იყო. მისმა კომპანიებმა 150 000 ლარი შესწირეს ნაციონალურ მოძრაობას