აფხაზეთში ძლიერმა წვიმამ და მეწყერმა სოფლები დატბორა

აფხაზეთის [დე ფაქტო – რედ.]საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ფსოუს წყლის დონე მკვეთრად გაიზარდა და მიმდებარე სოფლები დატბორა. როგორც აპსნიპრესი წერს, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია და მაშველები გზების გასაწმენდად და მოძრაობის აღსადგენად მუშაობენ.
ამასთან, როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბზიფის ხეობაში, ლურჯ ტბასთან ახლოს, მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც შეწყდა მოძრაობა რიწის ტბისკენ. მეწყერმა გაანადგურა კერძო ნაგებობები და რამდენიმე ავტომობილი. დაშავებულები არ არიან.
ს სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელობის თქმით, ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებული სიტუაცია სტაბილურდება. წყლის დონის მატების შემდეგ, მდინარე ფსოუს დონე კლებას იწყებს. თუმცა მაშველები დაჟინებით სთხოვენ მოქალაქეებსა და სტუმრებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი შეიკავონ შორ მანძილზე მგზავრობისგან ჭექა-ქუხლის პერიოდში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით