გრიგოლ გეგელია ინფორმაციაზე, რომ „ლელო“ თბილისის მერობის კანდიდატად მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას განიხილავს – ჩვენ გვყავს ბევრი ძლიერი კანდიდატი, რომლებსაც „ვტესტავთ“ – კანდიდატს საზოგადოების მხრიდან მაღალი შეფასება უნდა ჰქონდეს

ჩვენ გვყავს ბევრი ძლიერი კანდიდატი, რომლებსაც ვტესტავთ და ვიკვლევთ საზოგადოების აზრს თითოეული მათგანის შესახებ – მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი, რომელსაც საზოგადოებას წარვუდგენთ, იყოს დემოკრატიული და საზოგადოების მხრიდან მაღალი შეფასება ჰქონდეს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია მერობის კანდიდატად მომღერალ მერაბ სეფაშვილს განიხილავს.
გეგელიას განმარტებით, პარტიისთვის მნიშვნელოვანია თბილისელებისთვის და სხვა ქალაქების შემთხვევაში სხვა ქალაქებისთვის სწორი და კარგი კანდიდატების დასახელება.
„როგორც პარტიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, ჩვენ გვყავს ბევრი ძლიერი კანდიდატი, რომლებსაც „ვტესტავთ“ და ვიკვლევთ საზოგადოების აზრს თითოეული მათგანის შესახებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი, რომელსაც საზოგადოებას წარვუდგენთ, იყოს დემოკრატიული და საზოგადოების მხრიდან მაღალი შეფასება ჰქონდეს. ეს არის სახალხო პროცესი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ კანდიდატის დასახელება, არამედ სწორი და კარგი თბილისელებისთვის და სხვა ქალაქების შემთხვევაში სხვა ქალაქებისთვის მისაღები კანდიდატების დასახელება. ამიტომ, ჩვენ ვართ ძალიან ბუნებრივ, დემოკრატიულ და ლოგიკურ პროცესში და სულ მალე საზოგადოებას იმ ადამიანთა ჯგუფს წარვუდგენთ, ვისაც ბევრი ძალიან ძლიერი კანდიდატების რიგებიდან გამოვარჩევთ“, – განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, ინფორმაცია მერაბ სეფაშვილის კანდიდატურის განხილვის თაობაზე „პოსტTV“-მ გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი