პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში, მათ შორის, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება და ჩვენი ვალია მუდმივად პატივი მივაგოთ თითოეული ჩვენი გმირის ხსოვნას

პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში, მათ შორის, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება და ჩვენი ვალია მუდმივად პატივი მივაგოთ თითოეული ჩვენი გმირის ხსოვნას
პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში, მათ შორის, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება და ჩვენი ვალია, ყოველ წელს და მუდმივად პატივი მივაგოთ თითოეული ჩვენი გმირის ხსოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.
პრემიერის თქმით, 8 აგვისტო არის ტრაგიკული თარიღი და ეს დღე შეახსენებს ყველას, რომ აუცილებელია, ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება.
„პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში, მათ შორის, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება და ბუნებრივია, ჩვენი ვალია, ყოველ წელს და მუდმივად პატივი მივაგოთ თითოეული ჩვენი გმირის ხსოვნას. 8 აგვისტო არის ტრაგიკული თარიღი, ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ და ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ იმას, რომ აუცილებელია, ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება. ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების და არა გარე ძალების კარნახით. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, იმისათვის, რომ არ განმეორდეს ასეთი დანაშაულები და იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს მშვიდობა, და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიოს განცხადება USAID-ის გაუქმების შესახებ, აღიარებაა იმ პრობლემისა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში საუბრობდა და რის გამოც მას დემოკრატიის მტრად აცხადებდნენ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ USAID-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება გაუმჭვირვალე იყო

პრობლემა იმდენად ღრმა იყო, რომ საჭირო გახდა USAID-ის გაუქმება და ფინანსური ნაკადების სრულად ცენტრალიზება, ეს მიუთითებს სისტემურ ხარვეზებზე, სადაც თანხის მიზნობრიობა ფორმალურად არსებობდა, მაგრამ რეალური კონტროლი სუსტი იყო

მშვიდობით, ინვესტიციებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობით, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებებით, მართლმადიდებლობით, სუვერენიტეტით, პრაგმატულობით, განვითარებით ევროკავშირის “აღთქმულ მიწაზე” ვერ მოხვდებითო