რუსი ოლიგარქის სუპერ-იახტა ამერიკას აუქციონზე გააქვს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსი ოლიგარქის, სულეიმან ქერიმოვის კუთვნილი $325-მილიონიანი სუპერ-იახტის, Amadea-ს აუქციონზე გატანის გადაწყვეტილება მიიღო. ჯერ კიდევ 2022 წელს, სან დიეგოში დაკავებული ხომალდი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შტატების მიერ აუქციონზე გატანილი პირველი რუსული ქონებაა. თავად აუქციონი 10 სექტემბრამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მიღების ნებისმიერ მსურველს $11,6 მილიონის დეპოზიტი განხორციელება მოუწევს.
Amadea-ს სახელით ცნობილი სუპერ იახტა გერმანული კომპანიის, Lürssen-ის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ძვირად ღირებული ხომალდია. 6-სართულიან იახტაზე 8 ოთახი, სავარჯიშო დარბაზი, სპა, კინოთეატრი და აუზია. ხომალდს აქვს შვეულმფრენის დასაშვები სივრცეც. იახტას 36-წევრიანი ჯგუფი ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ Amadea-ს მფლობელის შესახებ რუს მილიარდერ ედუარდ ხუდაინატოვს განსხვავებული პოზიცია აქვს. ის აცხადებს, რომ ამერიკულმა მხარემ იახტა არასწორად მიიჩნია სულეიმან ქერიმოვის საკუთრებად და ხომალდის რეალური მფლობელი თავადაა. ცნობისთვის, ხუდაინატოვი Rosneft-ის ყოფილი ხელმძღვანელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნორვეგიის საგარეო უწყება – ყოველდღიური პროტესტების ერთი წელი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ – უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ

ევროკომისიის სპიკერი – ვნახეთ ამბები უკრაინაში დღევანდელი ჩხრეკების და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ – ევროკომისია გააგრძელებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას