გიორგი ახობაძის საქმის ყოფილი მოსამართლე, მიხეილ ჯინჯოლია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში დასამტკიცებლად პარლამენტისთვის წარსადგენად შეარჩია.
ხუთ აგვისტოს გამოცემულ დოკუმენტს ხელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ნიკოლოზ მარსაგიშვილი აწერს.
· რამდენიმე კვირის წინ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის საქმე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს დაეწერა, რომელმაც ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
ივერი აბაშიძე, ლიანა კაჟაშვილი, ეკატერინე კულულაშვილი და ლაშა თავართქილაძე – ეს კი იმ მოსამართლეების ჩამონათვალია, ვისაც უზენაეს სასამართლოში დანიშვნა უნდოდა, თუმცა შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა.
ცნობისთვის, მიხეილ ჯინჯოლია იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის განმხილველი მოსამართლე – მიუსაჯა 12.5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ჯინჯოლიამ გაასამართლა უჩა აბაშიძე და მისი ცოლი მარიამ იაშვილი.
მან ასევე განიხილა „ვაკის პარკის საქმეზე“ დაკავებული 9 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ცხრავეს.
უზენაესი სასამართლო 28 მოსამართლისგან შედგება, მათგან 26 უვადო მოსამართლეა.
წყარო: ტვ პირველი
