“ბაიერნმა” მამარდაშვილის შეძენა გამორიცხა? – რა გეგმები აქვთ მიუნხენელებს ნოიერის შესაძლო შემცვლელზე

ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ “ბაიერნი” მანუელ ნოიერის შემცვლელს ეძებს, რომელიც უკვე 37 წლისაა და შესაძლოა, კარიერაც მალე დაასრულოს.
მისი ინფორმაციით, მიუნხენური გუნდის ბოსები ძალიან კმაყოფილნი არიან “შტუტგარტში” განათხოვრებული კიპერის ალექსანდერ ნიუბელის ასპარეზობით და ვეტერანი კარის დარაჯის შემცვლელსაც სწორედ მისი სახით ხედავენ.
“რეკორდმაისტერის” ხელმძღვანელობა აპირებს, რომ ნიუბელს კონტრაქტი გაუხანგლძრივოს. შეგახსენებთ, რომ “ბაიერნის” სახელს გიორგი მამარდაშვილსაც აქტიურად უკავშირებენ. მიუნხენური გრანდის გარდა ქართველის მიმართ ინტერესი არაერთ დიდ გუნდს აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში