ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების გეგმა

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა 8 აგვისტოს დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ს გეგმა, რომელიც ქალაქ ღაზის დაპყრობას ითვალისწინებს.
როგორც გამოცემა The Times of Israel-ი წერს, კაბინეტმა ნეთანიაჰუს წინადადებას მხარი დაუჭურა მიუხედავად ს თავდაცვის არმიის გაფრთხილებისა, რომ ეს ოპერაცია საფრთხეს შეუქმნის ჰამასის ტყვეობაში დარჩენილ მძევლებს და ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს.
გამოცემის თანახმად, ოპერაციის გამო საჭირო გახდება მასობრივი ევაკუაცია ქალაქ ღაზიდან, სადაც დაახლოებით 800 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
8 აგვისტოს, უსაფრთხოების კაბინეტის სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ ისრაელის თავდაცვის არმია მოემზადება ქალაქ ღაზაზე კონტროლის დასამყარებლად და იმავდროულად ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს სამოქალაქო მოსახლეობას საბრძოლო მოქმედებების ზონის მიღმა.
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ჰამასთან ომის დასასრულებლად მხარი დაუჭირა ხუთ პრინციპს, რომელთა დაცვასაც ისრაელი მოითხოვს: ჰამასის განიარაღება, დარჩენილი 50 მძევლის დაბრუნება(მათგან ცოცხლად ითვლება 20), ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია, სექტორის უსაფრთხოებაზე ისრაელის კონტროლი და ალტერნატიული სამოქალაქო მთავრობა, რომელსაც არ წარმოადგენენ არც ჰამასი და არც პალესტინის ავტონომია.
ისრაელის თანახმად, ამჟამად მისი სამხედროები ღაზის სექტორის 75%-ს აკონტროლებენ.
საერთაშორისო თანამეგობრობა ისრაელისგან სულ უფრო მკაცრად მოითხოვს ომის დასრულებას.
ნეთანიაჰუს გეგმას, კონტროლი დაამყაროს ქალაქ ღაზაზეც, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს თავად ისრაელშიც, სადაც მიიჩნევენ, რომ ეს გეგმა არ გამოიწვევს ჰამასის სრულად განადგურებას და საფრთხეს შეუქმნის მძევლებს.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200 ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას პასუხად მოჰყვა ღაზის სექტორში ისრაელის არმიის ფართომასშტაბიანი ოპერაცია და ბლოკადა, რომელმაც დიდი მსხვერპლი, უმძიმესი ჰუმანიტარული კატასტროფა და შიმშილი გამოიწვია. საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევის მიუხედავად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასი, რომელიც -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს.
პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც გაეროს წევრი სახელმწიფოების ნაწილი აღიარებს, პალესტინელთა ავტონომიას აკონტროლებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
ფორუმი