ტრამპი უარყოფს, რომ პუტინთან შეხვედრის წინაპირობა ზელენსკისთან პუტინის შეხვედრაა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო, რომ ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტ სთან პუტინის შეხვედრის შემთხვევაში აპირებს.
7 აგვისტოს სააგენტო AP-მა, ტელეკომპანია ABC News-მა და გამოცემა New York Post-მა თეთრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პუტინთან ტრამპის შეხვედრის წინაპირობა ზელენსკისთან პუტინის შეხვედრაა.
იმავე დღეს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა პრეზიდენტ ტრამპს ჰკითხეს, მართლაც არსებობს თუ არა ასეთი პირობა. ტრამპმა უპასუხა, რომ არა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტს ისიც ჰკითხეს, ძალაშია თუ არა ში ცეცხლის შესაწყვეტად რუსეთისთვის მიცემული ვადა, რომელიც 8 აგვისტოს იწურება. დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ეს პუტინზე იქნება დამოკიდებული და ისევ გაიმეორა, რომ იმედგაცრუებულია.
თეთრ სახლში 6 აგვისტოს განაცხადეს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი მზად არის რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან, ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად.
გამოცემა The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ შეხვედრა შესაძლოა, მომავალ კვირაში შედგეს.
ამ ცნობებს წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა, რომელიც 6 აგვისტოს კრემლში გაიმართა.
7 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი და აშშ შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში პრეზიდენტების, პუტინის და ტრამპის შეხვედრაზე, ამჟამად მიმდინარეობს „შეხვედრის პარამეტრების კონკრეტული დამუშავება“, თუმცა შეხვედრის ადგილი, პრინციპში, უკვე შეთანხმებულია და მოგვიანებით გამოცხადდება.
უშაკოვის თანახმად, შეთანხმებას ამერიკული მხარის წინადადებით მიაღწიეს. ამერიკული მედიასაშუალებების ცნობით, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტრამპის და პუტინის შეხვედრა იყო კრემლის შემხვედრი წინადადება მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა რუსეთს შესთავაზა სამივე პრეზიდენტის შეხვედრა. 7 აგვისტოს ამერიკული მედია თეთრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით იმასაც წერდა, რომ ტრამპის და პუტინის შეხვედრა საბოლოოდ შეთანხმებული არ არის.
„დაინტერესება გამოხატული იყო ორივე მხრიდან. ვინ რა სიტყვა თქვა პირველმა, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა“ – განაცხადა 7 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, როცა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჰკითხეს, ვინ იყო მისი და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრის ინიციატორი.
რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას, პუტინის თანახმად, მთლიანობაში საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას, რაც ჯერჯერობით შორსაა.
7 აგვისტოს თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა ისევ დაადასტურა, პრეზიდენტ ტრამპს როგორც პუტინთან, ისე ზელენსკისთან შეხვედრა სურს, რათა სასტიკი ომი დასრულდეს.
· აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 ივლისს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან თეთრ სახლში შეხვედრისას განაცხადა, რომ თუ 50 დღის განმავლობაში უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმება არ იქნება, რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს მკაცრ ტარიფებს დაუწესებენ. ტრამპმა ისიც თქვა, რომ უკრაინა ნატოს გავლით მიიღებს ამერიკულ იარაღს, მათ შორის სარაკეტო-საზენიტო სისტემებს Patriot.
· 28 ივლისს დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას ამცირებს 10-12 დღემდე.
· 29 ივლისს პრეზიდენტმა ტრამპმა მედიას უთხრა, რომ 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო.
· 31 ივლისს, კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევის შემდეგ, რასაც 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ტრამპმა განაცხადა, რომ სანქციებს აამოქმედებს, თუ რუსეთი 8 აგვისტოსთვის არ დასთანხმდება ცეცხლის შეწყვეტას.
ფორუმი