დანები მოგვიქნიეს, დისტანცია ძალიან ახლო იყო – გიორგი ნაზღაიძე მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას იხსენებს

“რუსთავი 2”-ის რეალითი შოუ “პრაიმ ჰაუსის” წამყვანი, გიორგი ნაზღაიძე მის მიმართ გუშინ განხორციელებულ თავდასხმას იხსენებს. როგორც თავად ამბობს, ცივი იარაღით, ახალგაზრდების ჯგუფი დაუპირისპირდა. შემთხვევა ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ მოხდა.
“მიწისქვეშა პარკირებაზე ვიყავით მე და ჩემი მეგობრები, კუთვნილ ავტომობილში უნდა ჩავმსხდარიყავით, სადაც აგრესიულად ახალგაზრდების დაჯგუფებამ ჩამოიარა, რაღაც აგრესიულად დამიძახეს, რაზეც პასუხი არ გავეცი, თუმცა ჩემმა მეგობარმა თავი ვერ შეიკავა და პასუხი გასცა და ამის შემდგომ დაიწყო. დანები არა ერთხელ მოგვიქნიეს, დისტანცია ძალიან ახლო იყო,” – ამბობს გიორგი ნაზღაიძე.
გიორგი ნაზღაიძის თქმით, თავდამსხმელებმა დააზიანეს იმ მოქალაქის ავტომობილიც, რომელმაც მისი დახმარება სცადა. -მ ფაქტზე გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო. თავად ტელეწამყვანი კი გვიან ღამით პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა