საერთო მომავალი ევროპაში ნიშნავს, უკრაინას ევროპის გულში – ბელგიის პრემიერ-მინისტრი

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ღია მხარდაჭერას უცხადებს ს და საჯაროდ გამოხატავს ევროკავშირის გაფართოების ინიციატივას.
მისი თქმით, უკრაინა ევროპის გულია, ევროპელი ხალხი კი დასავლური ღირებულებების, დემოკრატიზმის დაცვას და უსაფრთხოების გარანტიას ელოდება. ეს განცხადება ბელგიის მთავრობის ხელმძღვანელმა ევროკავშირის როტაციული პრეზიდენტობის ვადის დაწყებისას, ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ევროპის მოსახლეობა ევროკავშირს უყურებს. ისინი ევროკავშირს უყურებენ მკაფიო მოლოდინებით, თავიანთი დაცვის მოლოდინებით, ჩვენი კეთილდღეობის გაძლიერების მოლოდინით, საერთო მომავლის მომზადების მოლოდინით. საერთო მომავალი აქ, ევროპაში ნიშნავს ასევე, რა თქმა უნდა, უკრაინას ევროპის გულში”, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ალექსანდრე დე კროომ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირობა დადეს, რომ იმუშავებენ უფრო ძლიერი დემოკრატიისა და უკრაინის თავისუფლებისთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების გაზრდით. ბელგია ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა 2024 წლის 30 ივნისამდე იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტ ტრამპის წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, წერილი ამერიკის საელჩოს დღემდე არ გამოუქვეყნებია, როგორც თავადვე იტყოდნენ ხოლმე, ყველაფერი გასაგებია

ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია, ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ყოველთვის ვიყურებოდით ევროპისკენ, მაგრამ თუ იქ არაფერი დარჩა ქრისტიანობიდან და სამართლიანობიდან, ასეთი პროცესები საზოგადოების თვალში ევროპის სრულ დისკრედიტაციას გამოიწვევს

როდესაც გერმანიის ელჩ ფიშერთან მივიდნენ ადამიანები, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული და ამავე დროს, მათი დაფინანსებით ხდება არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ მარიამ ლაშხთან მივარდნის გამართლება, ეს არის ორმაგი სტანდარტი, დაუშვებელია, ევროპიდან საქართველოში ფინანსდებოდეს სიძულვილის კამპანიები

თავდაპირველად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნაზე და ამის შემდეგ მივიღეთ ცალსახა გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე