ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე:
,,ეს დრო იყო დაახლოებით, 2008 წლის 7 აგვისტო.. ევროვიზიაში ვმუშაობდი ვიდეო სიგნალების და პირდაპირი ჩართვების მიმღებ-გამნაწილებელ რეჟისორად (შვებულებაში წასულ მეგობარს ვცვლიდი). პეკინის ოლიმპიადის პირდაპირი რეპორტაჟი დასრულდა და ყავის აპარატისკენ ვაპირებდი წასვლას როცა სააგენტო რეიტერის სასწრაფო ინფორმაცია შემოვიდა სარეჟისორო პულტზე “რუსეთმა საქართველოში ომი დაიწყო”..რეიტერის სააგენტოს თბილისის ბიურო გადმოცემდა ინფორმაციას S.O.S-ის თანხლებით და ვიდეო მასალით რომელიც თავად რეიტერის გადაღებული მასალა იყო რუსთავი ორის მიერ გადაღებულ კადრებთან ერთად.. კადრების მოსვლიდან
ზუსტად ორ წუთში რეიტერის სააგენტოს
ინფორმაცია, ვიდეოკადრები და ჩემი დაწერილი ეს ტექსტი თავისი ორთოგრაფიული შეცდომებით მსოფლიოს თითქმის ყველა ტელევიზიას ქონდა
Breaking news: In the Samachablo region of Georgia (formerly South Ossetia), the Russian army has launched large-scale combat operations.
პირველი თუ არ ვცდები France 24-მა გაუშვა, საინფორმაციო გამოშვებას ემთხვეოდა.. მერე BBC-მ და “ევრონიუსმა”.. მერე უკვე ყველამ ერთად და მერე კი გვახაოვს და არც არასოდეს დაგვავიწყდება რაც მოხდა..
დიდება გმირებს.. ყველას ერთად და ცალ ცალკე..
გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს.
ძირს რუსეთის დამპალი იმპერია.
Русские оккупанты вон из моей страны…“
