ჯიმ რიში – 17 წლის წინ ამ დღეს, რუსეთის ძალები საქართველოში შეიჭრნენ, ამის მიუხედავად ქართველი ხალხი აგრძელებს თავისუფლებისთვისა და თვითგამორკვევისთვის ბრძოლას, კონგრესმა უნდა მიიღოს “MEGOBARI აქტი”, რათა დაეხმაროს მათ ძალისხმევაში

17 წლის წინ ამ დღეს რუსეთის ძალები საქართველოში შეიჭრნენ, ამის მიუხედავად ქართველი ხალხი აგრძელებს თავისი თავისუფლებისთვისა და თვითგამორკვევისთვის ბრძოლას, კონგრესმა უნდა მიიღოს “MEGOBARI აქტი”, რათა დაეხმაროს მათ ძალისხმევაში,- ამის შესახებ განცხადებას ამერიკელი სენატორი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) ავრცელებს.
“17 წლის წინ ამ დღეს რუსეთის ძალები საქართველოში შეიჭრნენ. დღემდე საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას ახდენს. ამ აგრესიის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა უარი თქვა რუსულ ჩარევასთან დათანხმებაზე და აგრძელებს თავისი თავისუფლებისთვისა და თვითგამორკვევისთვის ბრძოლას. კონგრესმა უნდა მიიღოს “MEGOBARI აქტი”, რათა დაეხმაროს მათ ძალისხმევაში”, – წერს რიში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…