ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის ყოფილო წევრი, ზურაბ აბაშიძე მთაწმინდაზე იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”.
აბაშიძე 2011 წელს შეუერთდა “ქართულ ოცნების” კოალიციას. 2014 წელს “კაბელების საქმის” სკანდალის შემდეგ მან ალასანიასთან და სხვა თავისუფალ დემოკრატებთან ერთად “ქართული ოცნება” დატოვა და თქვა, რომ “აღარ ღირს ამათთან ყოფნა”.
კახი კალაძემ აბაშიძეს პრინციპული უწოდა.
მთაწმინდის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ ბატონი ზურაბ აბაშიძე, თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე. ზურა მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო სამსახურში და პოლიტიკურ საქმიანობაში. აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, არის პრინციპული, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანი. მისი სახით, მთაწმინდის რაიონს ეყოლება პროფესიონალი, გამოცდილი მაჟორიტარი. ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ ფაქტს, რომ ზურა არის მრავალშვილიანი მამა, ხუთ შვილს უზრდის სამშობლოს,” – განაცხადა კალაძემ დღეს, 7 აგვისტოს მისი წარდგენისას.