საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ – დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს

საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ – დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს
დედაქალაქის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო. საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ მოსახლეობასთან და განსაკუთრებულ როლს ასრულებენ პრობლემების მერიამდე მიტანასა და მათი გადაჭრის უზრუნველყოფაში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ, მმართველი პარტიის თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარდგენის ღონისძიებაზე.
მისი განცხადებით, სწორედ საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა უნდა უზრუნველყონ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა. კობახიძემ წარმატებები უსურვა თითოეულ კანდიდატს და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, დედაქალაქის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს.
„მინდა მადლობა გადავუხადო, თბილისის საკრებულოს თითოეულ წევრს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ თბილისის განვითარებაში შეიტანეს.
დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან სწორედ ახლა გახდება ცნობილი ჩვენი გუნდის იმ წევრების – საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა, რომლებმაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს და თბილისის საკრებულოში საკუთარ წარმომადგენლობას ანდობს.“ – განაცხადა მ.
Next: 4 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო განვითარებული, მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე – ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი

ასევე დაგაინტერესებთ

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს “პრო-ევროპული” პარტიისთვის ევროპიდან ჩაწყობილი “გამარჯვება” დიდი ალბათობით დამატებით სტიმულს მისცემს 4 ოქტომბერს ადგილობრივი დესტრუქციული ძალების მიერ უკვე გამოცხადებულ “რევოლუციას,” რომელიც წინა აქციების მსგავსად ევროკავშირის ატრიბუტიკის ფონზე ჩაივლის

სხვადასხვა დანაშაულების და გადაცდომების გამო სისტემიდან გაძევებულ ყოფილ ძალოვნებს რომ გამოიყვანთ და ათას სისულელეს აბოდიალებთ, ფიქრობთ რომ ჩვენს გმირ ძალოვნებზე იმოქმედებს და ქათმების რევოლუციას დაუშვებენ? ძალიან ცდებით “ნაც-ხლისტებო”