მინდა, კახა კალაძეს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან სჭირდება თბილისს და მის განვითარებას შემდეგი 4 წლის განმავლობაში

მინდა, კახა კალაძეს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან სჭირდება თბილისს და მის განვითარებას შემდეგი 4 წლის განმავლობაში
რამდენიმე დღის წინ, ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია და წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი – . მინდა, კახა კალაძეს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან სჭირდება თბილისს და მის განვითარებას შემდეგი 4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, თბილისი დღეს ბევრად უფრო ლამაზი, განვითარებული და სიცოცხლით სავსეა, ვიდრე 8 წლის წინ და ეს პირველ რიგში, სწორედ კახა კალაძის დამსახურებაა.
„კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო გამწვანებული, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. ეს არის პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურება, რომელსაც, ამ შემთხვევაში, როგორც რიგითმა თბილისელმა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მთავრობის წევრებს და თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ქალაქის პრობლემების გადაჭრაზე და თბილისის განვითარებაზე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Previous: ვფიქრობ ცოტა ვინმეს თუ ეპარებოდა ეჭვი რომ მზია ამაღლობელისადმი განაჩენზე დასავლეთში წიკვინი ატყდებოდა, რა თქმა უნდა აქედან ჩაწოდებული ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე, და მას გმირად გამოიყვანდნენ, ისე როგორც თავის დროზე გამოიყვანეს გმირად და ჯილდოები დააყარეს

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა