ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ ქვისცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.